top_leaderboard

გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ პოზიციაზე: თუ არალეგიტიმურია და არაფრის მომცემი, მაშინ რატომ გეშინიათ?

„თუ არალეგიტიმურია და არაფრის მომცემი, მაშინ რატომ გეშინიათ?“, – ასე ეხმაურება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ წევრების პოზიციას.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე ცესკოს წარმომადგენლის მიერ შეთავაზებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წელს ხელისუფლება მიიტაცა.

ცესკოს წარმომადგენელმა ის მტკიცებულებები შემოგვთავაზა, რომლითაც შეიძლება ითქვას რომ სავარაუდოდ დადგინდება ის რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიტაცებული აქვს ხელისუფლება 2004 წელს არჩევნების დროს. იმიტომ, რომ ორი დიდი ოლქი არის გაუქმებული. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ეს დადგენილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასახელებული პირები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს წარმოადგენდნენ და რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები 2004 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ერთმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელში განცხადებებს აქვეყნებენ და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებენ. მათ შორის არის ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელმაც ხელი მოაწერა ოქმს, რომლის მიხედვითაც ორ დიდ ოლქში არჩევნების შედეგები გაუქმდა. ჭიაბერაშვილი წერს, რომ ის არ აპირებს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას.

პარლამენტის საგამოძოებო კომისია 2003-2012 წლებში „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

ასევე იხილეთ