რატი იონათამაშვილი „სამშობლოს ღალატის” მუხლზე: მნიშვნელოვანია, რომ ბრუნდება ჩანაწერი კანონში. ეს, გარდა სამართლებრივი შეფასებისა, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოების მიმართულებით
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შევა სისხლის სამართლის კოდექსში, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბრუნდება აღნიშნული ჩანაწერი კანონში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შევა სისხლის სამართლის კოდექსში. ვფიქრობ, ამ მხრივ კიდევ საინტერესო არის თუ თავის დროზე რასთან იყო დაკავშირებული პროცედურების სრული დარღვევით ამ მუხლის ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც მოხდა 2008 წლის ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხნით ადრე.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბრუნდება აღნიშნული ჩანაწერი კანონში. ეს, გარდა სამართლებრივი შეფასებისა, მნიშვნელოვანი იქნება სწორედაც რომ საზოგადოების მიმართულებით, ვინაიდან სამშობლოს დაცვა არის თითოეული ჩვენგანის უპირველესი ამოცანა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
სისხლის სამართლის კოდექსში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაუქმებული „სამშობლოს ღალატის” მუხლი აღდგება. კოდექსიდან აღნიშნული მუხლი ყოფილმა ხელისუფლებამ 2007 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ამოიღო. მმართველი გუნდი საკითხზე მუშაობას პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაიწყებს.