გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: ევროკავშირის ელჩმა პრაქტიკულად წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ სილა გაარტყან პოლიციელს
სიმბოლურია, რომ ევროკავშირის ელჩი არ მოუწოდებს მოქალაქეს, რომელიც პატიმარია და შიმშილობს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, – ასე გამოეხმაურა ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა „სიმამაცის აქტია“.
„ევროკავშირის ელჩმა პრაქტიკულად ამ განცხადებით წაახალისა ის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება გაუჩნდეთ სამომავლოდ განცდა, რომ სილა გაარტყან პოლიციელს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ და მერე თუ მათ დაიჭერენ, ევროკავშირის ელჩი გათავისუფლების მოწოდებით გამოვა“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.
ევროკავშირის ელჩი მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა „სიმამაცის აქტია“ და მის გათავისუფლებას ითხოვს.