ევროკავშირი უკრაინისთვის 700 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის შესაძენად 700 მლრდ ევროს დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„ჩვენ საკმაოდ მასშტაბურ პაკეტს ავამოქმედებთ, მსგავსი ოდენობის დახმარება აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა ევროპის უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ბერბოკის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპამ უკრაინას საერთო ჯამში 134 მლრდ ევრო გამოუყო. აქედან გერმანიის წილი 44 მილიარდი ევრო იყო.