FT: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა საბავშვო მაგიდასთან გადასვეს
უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა საბავშვო მაგიდასთან გადასვეს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა The Financial Times-ი აქვეყნებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა გერმანიის უმსხვილესი სამხედრო ქარხნის, Rheinmetall-ის აღმასრულებელ დირექტორს არმინ პაპერგერს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებიდან გარიყვა ევროპული ქვეყნების მხრიდან ათწლეულების განმავლობაში თავდაცვის სფეროში არასაკმარისმა ინვესტიციებმა გამოიწვია.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან გარიყვის გამო, ევროპამ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს.
„თუ მშობლები სადილობენ, ბავშვები სხვა მაგიდასთან უნდა დასხდნენ. შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაგიდასთან კი არცერთი ევროპელი არ არის. აშკარაა, რომ ევროპელები ბავშვები არიან,“ – წერია სტატიაში.