top_leaderboard

რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს, სოროსის ქსელთან იყვნენ დაკავშირებული

რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს, სოროსის ქსელთან იყვნენ დაკავშირებული. რუმინელი ჟურნალისტის გამოძიებით დადგინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ელენა სიმინა ტანასესკუ წარსულში სოროსის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს წევრი იყო.

ასევე გაირკვა, რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ლივია სტანციუ დაკავშირებული იყო ორგანიზაცია Freedom House-თან რომელსაც USAID-ი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სოროსის ორგანიზაცია აფინანსებდა და რომელმაც 400-ზე მეტ ოფიცერს, ტრენინგები ჩაუტარა.

კიდევ ერთი ამჟამინდელი მოსამართლე, ბოგდან ლისუ USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ღონისძიებაზე სპიკერად იყო მიწვეული.

ჟურნალისტურ გამოძიებაში შეერთებული შტატების მხრიდან პროკურორებისა და მოსამართლეების პირდაპირ დაფინანსებაზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ რუმინეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილმა დირექტორმა, მონიკა მაკოვეიმ წარსულში განაცხადა, რომ ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩს შიდა საქმეებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების უფლება ჰქონდა.

ჟურნალისტური გამოძიების ბოლოს ვკითხულობთ, რომ ინვესტიციამ ნაყოფი 2024 წელს გამოიღო, როდესაც არჩევნების შედეგად მიცემული დემოკრატიული ხმები მოსამართლეების მიერ გაბათილდა.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა, თუმცა დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

ასევე იხილეთ