top_leaderboard

Rheinmetall-ის ხელმძღვანელი: უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპა „ბავშვების მაგიდასთან“ აღმოჩნდა

ევროპული ქვეყნები უკრაინის მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში „ბავშვების მაგიდასთან“ აღმოჩნდნენ, რადგან ათწლეულების მანძილზე თავდაცვის სფეროში არასაკმარისი ინვესტიციები განახორციელეს. ამის შესახებ გერმანული იარაღის კონცერნის Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

პაპერგერის თქმით, თავად ევროპაა დამნაშავე იმაში, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მიღმა აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით დაიწყო.

„თუ არ ჩადებ ინვესტიციას, თუ არ ხარ ძლიერი, ისინი ისე მოგექცევიან, როგორც ბავშვებს“, – აღნიშნა მან.

პაპერგერის თქმით, არასაკმარისი თავდაცვითი დანახარჯების შედეგი არის ის, რომ ევროპელები იძულებულები არიან, ისხდნენ ცალკე მაგიდასთან, როგორც ბავშვები, ვიდრე შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინის მომავალზე მსჯელობენ.

„თუ მშობლები სადილობენ, ბავშვები სხვა მაგიდასთან უნდა ისხდნენ. აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხოლო მაგიდასთან არც ერთი ევროპელი არ არის – აშკარა გახდა, რომ ევროპელები ბავშვები არიან“, – დასძინა Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა.

ამასთან, პაპერგერმა გამოთქვა ეჭვი, რომ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებები რეალურად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან „ცეცხლის შეწყვეტას“.

მისი თქმით, მისი კომპანია ისარგებლებს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, რადგან ევროპა გააგრძელებს ინვესტირებას იარაღში, რადგან ის რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე დგას.

ასევე იხილეთ