top_leaderboard

ზელენსკი იმედოვნებს, რომ თურქეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს შეუერთდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომელთაგანაც უკრაინას ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების კონტექსტში გარკვეულ გარანტიების მიღების იმედი აქვს. ამის შესახებ Anadolu წერს.

ანკარაში საელჩოს ახალი შენობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხედავს თურქეთს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები შესთავაზონ ომის დასრულების შესახებ მოსალოდნელი შეთანხმების კონტექსტში.

ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა, ეს ომი დასრულდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ამ ომის დასრულება უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებზე იყოს დაფუძნებული. ჩვენ გვინდა, რომ ეს გარანტიები მოგვცეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მთელმა ევროპამ, მათ შორის თურქეთმა“, – განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების აღიარებას.

ასევე იხილეთ