top_leaderboard

გერმანიაში 21 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცებიან

გერმანიაში 21 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცებიან.

როგორც პროფკავშირებში განმარტავენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის ექვს ფედერალურ მიწაზე შეწყდება, მათ შორის ბადენ ვიურტემბერგში, ბრემენში, ჰესეში, ქვედა საქსონიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და რაინლანდ პფალცში.

სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელფასების მატებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა ვერ შეძლეს.

ასევე იხილეთ