რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ორი დასახლება აიღეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ორი დასახლება – დაჩნოე და ზელენოვკა დაიკავეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ასევე რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს კონსტანტინოპოლის, ნოვოსელკის, კლეშეევკას, ბარანოვკის და რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინულმა ძალებმა მალინოვკასთან რუსული ძალები მოიგერიეს და მათ უკან დაიხიეს. ასევე რუსების განდევნა მოხერხდა პოკროვსკი-კონსტანტინოვკას ტრასის მიდამოებიდან.
ამ ეტაპზე რუსული ძალების შეტევის ტემპმა იკლო. უკრაინელების რამდენიმე კონტრშეტევის შედეგად პოკროვსკის აღების საფრთხე ამ ეტაპზე მოიხსნა. ასევე, სავარაუდოდ, რუსული ძალები მის ალყაში მოქცევასაც ვერ მოახერხებენ. ამასთანავე, რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ ცდილობენ წინ წაწევას დონეცკის და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვრისკენ.