აშშ-მა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III გამოცადა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის Minuteman III საცდელი გაშვება განახორციელა. ინფორმაციას კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდერბერგის სამხედრო ბაზა ავრცელებს.
„კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის საცდელმა გაშვებამ აჩვენა, რომ აშშ-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ფლოტი მზადაა, საიმედოდაა და ეფექტურია სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში უპირატესობის მოსაპოვებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, Minuteman III – ხმელეთზე ბაზირების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა. ის კომპანია Boeing-ის მიერ არის წარმოებული. რაკეტა აშშ-ის შეიარაღებაში 1970 წლიდან ირიცხება. მისი სიჩქარე 24 ათასი კმ/სთ-ია, ხოლო მოქმედების მანძილი – 13 ათასი კილომეტრი.