ლავროვი: ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელსაც ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ესმის
„დონალდ ტრამპს ნატოსთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია ესმის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინის სიტუაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წინა ადმინისტრაციის თავხედური ხაზია უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მას ესმის რუსეთის პოზიცია შესაბამის საკითხთან დაკავშირებით, მან საუბარში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინას ხელახლა შეიარაღების საშუალებას მისცემს, არამედ ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა, რომელიც კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.