top_leaderboard

სერგეი ლავროვი: რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოძრაობა დაიწყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოძრაობა დაიწყო. ამის შესახებ ლავროვმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის ერთობლივი გადაწყვეტისთვის, არამედ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის დამყარებისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

„იწყება მოძრაობა ყველა მიმართულებით ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. მოსკოვს სურვილი აქვს ვაშინგტონთან კავშირების აღდგენისთვის პირობები შექმნას“, – განაცხადა ლავროვმა. 

მისივე თქმით, მოსკოვისა და ვაშინგტონის ეროვნული ინტერესები არასოდეს დაემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ორივე მხარემ უნდა ისარგებლოს ერთმანეთით.

„ინტერესების განსხვავებამ არ უნდა გამოიწვიოს დაპირისპირება. ატმოსფერო პოზიტიურია, ზრახვები სწორია, ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია და რა ნაბიჯები გადაიდგმება,“ – აცხადებს სერგეი ლავროვი. 

ასევე იხილეთ