ენერგეტიკის და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტი: ევროკავშირმა ერთი წლის განმავლობაში რუსეთისგან ექვს მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გათხევადებული ბუნებრივი აირი იყიდა
ევროკავშირმა ერთი წლის განმავლობაში რუსეთისგან ექვს მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გათხევადებული ბუნებრივი აირი იყიდა. ინფორმაციას ენერგეტიკის და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამერიკული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი 2024 წელს 18 პროცენტით გაიზარდა.
თავის მხრივ, რუსეთმა კი ექვსი მილიარდი 300 მილიონი ევრო მიიღო.