top_leaderboard

ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ხელს არაფერს მოვაწერთ იმისთვის, რომ ხმამაღალი აპლოდისმენტები მივიღოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ არაფერს მოაწერს ხელს „ასე უბრალოდ, ხმამაღალი აპლოდისმენტებით“. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მზად არის, ყველაფერი გააკეთოს .

რა თქმა უნდა, რუსეთს ჩემი მოშორება უნდა. შესაძლოა, არა ფიზიკურად, როგორც ომის დასაწყისში ცდილობდა, არამედ – პოლიტიკურად. [ვლადიმერ] პუტინისთვის მე ძალიან მოუხერხებელი ადამიანი ვარ. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს!“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან გაიხსენა ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებები 2019 წელს საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით.

„იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და მე, როგორც უკრაინის წარმომადგენელი. ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. თუმცა, ვერ მაიძულეს, ხელი მომეწერა შესაბამისი საბუთებისთვის. მე მაინც შევიტანე ცვლილებები. დიდხანს ვსაუბრობდით, ვკამათობდით, ვყვიროდით კიდეც. ეს იყო ექვსი საათის განმავლობაში, შესვენების გარეშე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ივარაუდა, რომ თუკი ხვალ უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში მიიღებენ, თავად აღარ იქნება საჭირო. თუმცა სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, საკუთარ ქვეყანას დაიცავს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მოთმინებით უნდა ვიყოთ, შევინარჩუნოთ სახელმწიფო და ჩვენი სუვერენიტეტი. ხელს არაფერს მოვაწერთ იმისთვის, რომ  ხმამაღალი აპლოდისმენტები მივიღოთ“, – დაამატა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ