ტრამპი გრენლანდიის შესახებ: ასე თუ ისე, ჩვენ მას მაინც მივიღებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გრენლანდიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს [გრენლანდიელების] უფლებას, განსაზღვროთ თქვენი მომავალი და თუ თქვენ აირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ის მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ის რეალურად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ ჩვენ მას მივიღებთ, ასე თუ ისე მაინც მივიღებთ. ჩვენ გამყოფებთ უსაფრთხოდ, გაგამდიდრებთ და ერთად ავიყვანთ გრენლანდიას სიმაღლეზე, რომელზეც არც კი გიფიქრიათ“, – განაცხადა ტრამპმა.