top_leaderboard

CNN: ტრამპის წარმომადგენლებმა ფარულად მოუწოდეს ზელენსკის დაჰბრუნებოდა მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ფარული მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რათა „მოლაპარაკებებს დაჰბრუნებოდა“.

როგორც CNN იტყობინება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების რაც შეიძლება მალე სტაბილიზაციის მნიშვნელობას და მოუწოდეს მოლაპარაკებების განახლებისკენ პრეზიდენტის კონგრესში გამოსვლამდე.

CNN-მა აღნიშნა, რომ მათ შორის, ვინც ზელენსკის ესაუბრა, იყო ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კით კელოგი.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ უკრაინული მინერალების მოპოვების შესახებ შეთანხმება ჯერ არ არის გაფორმებული. თუმცა, თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ამ შეთანხმებაზე „სწორი მიმართულებით მიდის“.

ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს, რომელიც სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ომის თემას შეეხო, სურს უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გამოცხადება.

ასევე იხილეთ