დონალდ ტრამპი: შევქმნით ცხოვრების უმაღლეს ხარისხს, ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ საზოგადოებას, აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე, ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო
შევქმნით ცხოვრების უმაღლეს ხარისხს, ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ საზოგადოებას, აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე, ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო, – ამ სიტყვებით დაასრულა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.
ტრამპის თქმით, აშშ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ.
„ჩვენ შევქმნით ცხოვრების უმაღლეს ხარისხს, ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ, ჯანმრთელ და ყველაზე სიცოცხლისუნარიან საზოგადოებას მსოფლიოში. ჩვენ დავიპყრობთ მეცნიერების ფართო საზღვრებს და გავიყვანთ კაცობრიობას კოსმოსში და აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე და მის ფარგლებს იქით. ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, მოემზადეთ წარმოუდგენელი მომავლისთვის, რადგან ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო. ის იქნება ისეთი, როგორც აქამდე არასდროს უნახავთ. მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.