top_leaderboard

ნინო წილოსანი: როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ითხოვს სიკვდილით დასჯას პოლიციელის მკვლელობაზე, რიგი ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსები და ასევე, ჩვენი მოღალატე ოპოზიცია, ახალისებდნენ პოლიციელის მიმართ მოლოტოვის კოქტეილის სროლას

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც ტრამპმა განაცხადა „მე უკვე მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოითხოვს სავალდებულო სიკვდილით დასჯას ყველასთვის, ვინც მოკლავს პოლიციელს და დღეს საღამოს მე ვთხოვ კონგრესს, რომ ეს პოლიტიკა მუდმივ კანონად გადაიქცეს“.

მაშინ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ითხოვს სიკვდილით დასჯას პოლიციელის მკვლელობაზე, რიგი ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსები და ასევე ჩვენი მოღალატე ოპოზიცია, ახალისებდნენ პოლიციელის მიმართ მოლოტოვის კოქტეილის სროლას. სალომე ზურაბიშვილი იწყალებს პოლიციელის ცოცხლად დამწველს. მშვიდობიანს უწოდებენ აქციებს, სადაც ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა“, – წერს ნინო წილოსანი. 

ასევე იხილეთ