ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, ვინც კარიერაში 50 ათასი ქულა დააგროვა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ შინ მიიღო „ნიუ ორლეან პელიკანსი“. ამ მატჩის პირველ მეოთხედში „ლეიკერსის“ 40 წლის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
მატჩში პირველი სამი ქულის მოპოვების შემდეგ, ჯეიმსს პროფესიულ კარიერაში რეგულარულისა და პლეი ოფის მატჩების გათვალისწინებით 50 ათასი ქულა დაუგროვდა. ასეთი რამ პირველად მოხდა NBA-ის ისტორიაში.
რეკორდის დამყარების მომენტში ლებრონ ჯეიმსის ასაკია 40 წელი და 64 დღე.
„ლეიკერსმა“ შეხვედრა 136:115 მოიგო. ჯეიმსის ანგარიშზე იყო 34 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა.