top_leaderboard

Daily Mail: აშშ-მა ბრიტანეთს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა

აშშ-მა დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა აუკრძალა,- წერს Daily Mail.

როგორც გამოცემა წერს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა შეაჩერა სამხედრო დახმარება უკრაინაში, ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრმა, სადაზვერვო სააგენტოებმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, რომელიც ამერიკის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას კრძალავს.

აკრძალვა ეხება ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა ბრიტანეთის გენერალური დაზვერვის შტაბი (GCHQ), ჯაშუშური სააგენტოები და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ქვედანაყოფები.

მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი დაემთხვა აშშ-ის ოფიციალურ განცხადებას კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ, რაც კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ორ მოკავშირეს შორის.

ასევე იხილეთ