top_leaderboard

ლუკაშენკო ტრამპს, პუტინს და ზელენსკის მინსკში მოლაპარაკებებისთვის იწვევს

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ზელენსკის, ტრამპსა და პუტინს და მინსკში შეხვედრას სთავაზობს.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზადაა უმასპინძლოს რუსეთს, უკრაინას და აშშ-ს მოლაპარაკებებისთვის.

„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე მხოლოდ 200 კილომეტრია.

მოდით, დავსხდეთ და შეთანხმებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი აურზაურის გარეშე მივაღწიოთ. გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს.

„გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს, მაშინაც კი თუ ისინი არასწორი იქნება. ბაიდენი გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა. ხალხის დიდი არმია იყო, რომელიც ბაიდენს გარკვეული მიმართულებით უბიძგებდა“, – დასძინა  ლუკაშენკომ.

ასევე იხილეთ