top_leaderboard

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რათა უზებეკთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები გაძლიერდეს

ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე საქართველო – უზბეკეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მეათე სესიის თანათავმჯდომარეობა ბატონ ჯამშიტ ხოჯაევთან ერთად ჩემთვის დიდი პატივია , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა უზბეკეთში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უზბეკეთის მეგობრობისა და პარტნიორობისთვის საფუძველს დიდხნიანი კავშირები წარმოადგენს.

ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მთავრობათაშორისო კომისია გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა ჩვენ ქვეყნებს შორის გაძლიერდეს ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ჩვენი პარტნიორობის დამატებითი მტკიცებულება და ხაზს გაუსვამს, თანამშრომლობის ყველა გადამწყვეტ სფეროს, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნიკაციების სექტორში და ეს უდავოდ იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდაში. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნებს ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რათა გააუმჯობესონ სოციალ-ეკონომიკური მაჩვენებლები მჭიდრო თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე იხილეთ