პიტერ სიარტო: შემაშფოთებელია პატრიოტულ ძალებსა და მთავრობებზე თავდასხმა იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ არჩევნებში იმარჯვებენ
„შემაშფოთებელია პატრიოტულ ძალებსა და მთავრობებზე თავდასხმა იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ არჩევნებში იმარჯვებენ“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო სოციალურ ქსელში წერს.
უნგრელმა დიპლომატმა ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა, რომ პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ.
„ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური კრიზისი ევროპაში ჩანს ოკეანის სხვა ნაპირიდანაც. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეროვნული თვითმყოფადობის მხარდაჭერა ამ არცთუ ისე მარტივ პერიოდში მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ეს იწვევს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიოტულ ძალებსა და მთავრობებზე თავდასხმა ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ არჩევნებში იმარჯვებენ“, – წერს სიარტო.