რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ოთხი შეიარაღებული პირი მოკლეს.
დაღესტანში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ოთხი შეიარაღებული პირი მოკლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოკლული პირები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ განყოფილებაზე თავდასხმას გეგმავდნენ.
შემთხვევის ადგილზე და მის მახლობლად ყუმბარმტყორცნები, იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, ყუმბარები, საბრძოლო მასალები და ტყვიამფრქვევები აღმოაჩინეს.
კონტრტერორისტული ოპერაცია ქალაქ მახაჩყალის გარეუბანში ჩატარდა. სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს შეიარაღებული პირები, რომლებმაც დაკავების დროს სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.
ადგილზე საგამოძიებო სამუშაო გრძელდება.