ირაკლი ქადაგიშვილი: სურთ, ამ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ, რომელსაც ყველაზე დემოკრატიულს დაარქმევენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას წითელი ხალიჩით მოფენილი გზით ჯოჯოხეთისკენ წაიყვანდნენ
ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს, ამის მაგალითი ბალტიისპირეთის ქვეყნებია, რომელიც როგორი მძიმე, უხეში და ცინიკურიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ ასეთია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მათ საქართველოს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად უნდოდათ.
„ჩვენი ქვეყნის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად უნდოდათ. ამიტომ, ეს ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური თემების ინტერვენციას ახორციელებდნენ. ის, რაც მათ ქვეყანაში მიღებულია პოლიციის ქმედებაში, გამჭვირვალობის თუ დაფინანსების თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანაში მიუღებელი უნდა იყოს, რადგან ამით ქვეყნის სუვერენიტეტს და ინტერესებს იცავ. ეს მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მათ საქართველოსთან მიმართებაში სხვა მიზანი აქვთ, ამ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ, რომელსაც ყველაზე დემოკრატიულს დაარქმევენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანას წითელი ხალიჩით მოფენილი გზით ჯოჯოხეთისკენ წაიყვანდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.