top_leaderboard

თბილისში, კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და მანქანებს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ამავე ცნობით, დაზიანებულია 3 ავტომობილიც.

არსებული ინფორმაციით, ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და მანქანებს შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ასევე იხილეთ