top_leaderboard

ჩინეთი 2025 წელს თავდაცვის ბიუჯეტს 7.2%-ით გაზრდის

ჩინეთი 2025 წელს გეგმავს თავდაცვის ხარჯების გაზრდას 7.2%-ით, 1.78 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 231 მილიარდი ევრო). ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა საყოველთაო კრების გახსნისას განაცხადეს.

ცნობისთვის, შარშან ჩინეთმა სამხედრო ხარჯები ასევე 7,2%-ით გაზარდა.

აშშ-ის შემდეგ ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს.

„როიტერის“ ცნობით, 2013 წელს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ქვეყნის არმიის მასშტაბურ მოდერნიზაციას ახორციელებს.

პეკინის მიზანია, 2049 წლისთვის „მსოფლიო დონის არმია“ შექმნას. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აგრესიული განზრახვები არ აქვს და სუვერენიტეტის დაცვაში ახდენს ინვესტიციების დაბანდებას.

ასევე იხილეთ