პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის ზელენსკის მზადყოფნას კრემლი დადებითად აფასებს
კრემლი დადებითად აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, როგორ აფასებს კრემლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ „დადებითად“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღო ზელენსკის წერილი, რომელშიც იგი მზადაა უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.