ქართველი არბიტრები კონფერენს ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს განსჯიან
უეფა-მ ქართველი არბტრები 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და კონფერენს ლიგის მატჩებზე დანიშნა.
17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B6 ჯგუფის მატჩებს ქართველი არბიტრები, თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი განსჯიან. მინიტურნირში, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების გარდა, სლოვენიისა და მოლდოვის გუნდები მონაწილეობენ – მატჩები 6-დან 12 მარტის ჩათვლით სკოპიეში გაიმართება.
ქართველები იმსაჯებენ კონფერენს ლიგაზეც, სადაც კვიპროსული „პაფოსი“ შვედურ „იურგორდენს“ დაუპირისპირდება – მერვედფინალის პირველი მატჩი 6 მარტს კვიპროსში გაიმართება. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილია, ვიდეო რეფერის ასისტენტი – ალეკო აფციაური.