თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის მე-20 ტურის მატჩში „ვირტუს ბოლონიამ“ „მილანოს“ უმასპინძლა და 86:80 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ შეხვედრაში „ვირტუს ბოლონიას“ 19 წუთში 15 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის მიხედვით, თორნიკე შენგელია ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
სერია A-ს ტურის სიმბოლური გუნდი:
ჯასტინ რობინსონი („ტრაპანი“), მარკო ბელინელი („ვირტუს ბოლონია“), მარკელ ბრაუნი („ტრიესტი“), თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია“), მფიონდუ კაბენგელე („ვენეცია“).