საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ განიხილება ვაშინგტონში ემანუელ მაკრონის ვიზიტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და კირ სტარმერთან ერთად
საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ განიხილება ვაშინგტონში ემანუელ მაკრონის ვიზიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმამ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტი შესაძლოა, უახლოეს პერსპექტივაში შედგეს.
„შესაძლებელია, რომ პრეზიდენტი მაკრონი დაბრუნდეს ვაშინგტონში პრეზიდენტს ზელენსკისთან და ინგლისელ კოლეგასთან ერთად. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან აქტიური მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც ჩართულია როგორც პრეზიდენტი, ისე მთელი მთავრობა“, – თქვა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
ამასთან, დღეს საღამოს დაგეგმილია ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლა, ხვალ კი ევროკავშირის სამიტი გაიმართება.