შალვა გოგოლაძე კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: კახას აქვს ქვეყნის გულშემატკივრების სიყვარული და ესაა ყველაზე დიდი ჯილდო
საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე უკრაინის გადაწყვეტილებას ეხმიანება კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კახა კალაძე არის საქართველოს ყველაზე საუკეთესო სპორტსმენი.
„კახა კალაძეს არანაირი სტატუსი და ოსტატის წოდება არ სჭირდება არ სჭირდება, ის არის საქართველოს ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი და ფეხბურთელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კახის აქვს ქვეყნის გულშემატკივრების სიყვარული და ესაა ყველაზე დიდი ჯილდო მისი. ის წარმოადგენს საქართველოს ყველაზე საუკეთესო და ტიტულიან სპორტსმენს და ეს არის მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო“, – აღნიშნა სპორტის მინისტრმა „ქრონიკასთან“.