top_leaderboard

CIA-ს დირექტორმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა. იუწყება Fox News-ის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი.

„აშშ-მა ოვალური კაბინეტში შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინისთვის შეიარაღების და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა. რეტკლიფმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის პაუზის გაუქმებას და უკრაინასთან მუშაობის გაგრძელებას მშვიდობის დამყარების მიმართულებით“, – წერს ლოურენსი.

Fox News-ზე CIA-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ დახმარების შეჩერება დროებითი ღონისძიებაა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებს კიევის დახმარებას, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მზად იქნება მშვიდობისთვის“.

ასევე იხილეთ