top_leaderboard

თეთრმა სახლმა დაასახელა პირობა, რომლის მიხედვითაც ტრამპი უკრაინის დახმარების აღდგენას განიხილავს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის დახმარების აღდგენას, თუ მხარეები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე შეთანხმდებიან და ნდობის აღდგენის ზომები გატარდება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა.

„ვფიქრობ, თუ ჩვენ შევთანხმდებით მოლაპარაკებებზე და ამის მიმართ წინ წავიწევთ, მეტიც, მოლაპარაკების მაგიდასთან ნდობის ასამაღლებელი ზომებს მივიღებთ, შემდეგ, პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს ამ პაუზის [უკრაინის დახმარების] მოხსნას“, – აცხადებს უოლცი. 

მისი თქმით, აშშ უკრაინასთან განიხილავს მოლაპარაკებების შეხვედრის ადგილსა და თარიღს.

ასევე იხილეთ