დუდა აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის ამჟამინდელი ქმედებები მოლაპარაკებებში „ძალიან მკაცრი ტაქტიკის ნაწილია“
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ქმედებები მოლაპარაკებებში „ძალიან მკაცრი ტაქტიკის ნაწილია“. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.
დუდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწიოს.
მისი აზრით, ოვალურ კაბინეტში არავინ მოქცეულა ისე „უხეშად და ემოციურად“, როგორც ზელენსკი მოიქცა მისი ბოლო ვიზიტის დროს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ ოთხი ლიდერიდან, რომლებსაც ტრამპი ახლახან შეხვდა და შეუძლია „დარწმუნებით თქვას“, რომ ამერიკელი ლიდერის მიზანი ომის დასრულებაა.
კითხვას, შეაშინა თუ არა ტრამპის „ხრიკებმა“, დუდამ უარყოფითად უპასუხა.
„არ ვიტყოდი, რომ შეშინებული ვარ, არ გამოვიყენებდი ამ სიტყვას. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მკაცრი ტაქტიკის ნაწილი ამ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ „თამაშობს“ ტრამპი კრემლის ხელმძღვანელთან ვლადიმერ პუტინთან.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ამ მოლაპარაკებების შესახებ. ჩვენ არ ვიცით, როგორი სიტუაციაა იქ“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.