top_leaderboard

Spiegel: ანალენა ბერბოკი ბუნდესტაგში მწვანეთა ფრაქციის თანათავმჯდომარის პოსტზე უარს ამბობს

გერმანიის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ბუნდესტაგში მწვანეთა ფრაქციის თანათავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო, თუმცა მათივე ინფორმაციით, ბერბოკი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რიგით დეპუტატად დარჩება.

Spiegel-ს ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც ბერბოკმა ფრაქციის წევრებს მისწერა. წერილში გერმანიის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ რამდენიმეწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ ის პაუზის აღებას აპირებს.

44 წლის ბერბოკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2021 წელს გახდა.

ასევე იხილეთ