top_leaderboard

CNN: უკრაინას მალე შეიძლება ამოეწუროს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები

JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინას მალე შეიძლება ამოეწუროს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მანამდე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ ამერიკამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა, აგრეთვე დაპაუზდა კიევთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა.

CNN ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამ ნაბიჯს შესაძლოა დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს უკრაინისთვის“.

„თუმცა უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამერიკული წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების პოტენციური დაკარგვაა, რომლებიც ამჟამად შეუცვლელია“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე იხილეთ