top_leaderboard

რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში რუსთაველ მოქანდაკეთა 5 თაობის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა

რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველ მოქანდაკეთა 5 თაობის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე სახელწოდებით – „თაობათა ექო”, 15-მდე სკულპტორის ნამუშევარია წარმოდგენილი. ქანდაკებების ჯგუფური გამოფენა, უკვე მეოთხე ექსპოზიციაა, რომელსაც რუსთავის ახალი გალერეა მასპინძლობს.

სამხატვრო გალერეა რუსთავის მერიამ გასული წლის ოქტომბერში გახსნა. სკულპტურული ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა რუსთავში პირველად იმართება და ის ერთი თვის განმავლობაში მიიღებს დამთვალიერებლებს.

ასევე იხილეთ