top_leaderboard

ნიდერლანდების ქალაქ არნემის ცენტრში ხანძარია, ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე

ღამით ნიდერლანდების ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:45 საათზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში აიგო. ამ შენობების პირველ სართულებზე მაღაზიებია განთავსებული, ხოლო ზედა სართულებზე საცხოვრებელი ბინები.

ასევე, სახანძრო სამსახურის ცნობით, ყველა შენობა ხისაა, რამაც ცეცხლის ძალიან სწრაფად გავრცელება გამოიწვია.

პოლიციამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მაცხოვრებელთა ევაკუაცია დაიწყო.

ეს ყველაფერი ნამდვილად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

ასევე იხილეთ