top_leaderboard

ორბანმა მარინ ლე პენს საფრანგეთის „მომავალი პრეზიდენტი“ უწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ის, ასევე, შეხვდა ულტრამემარჯვენე ლიდერს მარინ ლე პენს და მას „მომავალი პრეზიდენტი“ უწოდა.

„საფრანგეთის როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, მე შევხვდი მომავალ პრეზიდენტს. გმადლობთ გამჭრიახი დისკუსიებისთვის, მარინ ლე პენ“, – წერს ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეხვდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში 5 მარტს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.

ასევე იხილეთ