ლევან მახაშვილი: ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს ამ ეტაპზე ოპოზიციის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს ამ ეტაპზე მათ [ოპოზიციის] უარს, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის არმონაწილეობას გამოეხმაურა.
„ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს ამ ეტაპზე მათ [ოპოზიციის] უარს. პირველი ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რეალურ კონკურენციაში შევლენ. მეორე – საარჩევნო კამპანიაში შესვლით მოუწევთ მოსახლეობის ძალიან რთულ კითხვებზე პასუხების გაცემა. კითხვებზე, რომელიც უკავშირდება უკრაინაში ომს და ნაბიჯებს, თუ რისკენ უბიძგებდნენ ქვეყანას“, – აღნიშნა მახაშვილმა.