ზუგდიდიში ახალი ხიდი შენდება, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობას განტვირთავს
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი შენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ზუგდიდში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. ინფორმაციას სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 870 000 ლარია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალი ხიდის სიგრძე 32 მეტრი იქნება.
აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება.