top_leaderboard

ლავროვი: რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილავს, როგორც ადრე განიხილავდა ნატოს პოტენციურ ყოფნას უკრაინაში.

„ეს ნიშნავს უკვე არა ვითომ ჰიბრიდულ, არამედ პირდაპირ, ოფიციალურად, დაუფარავად ნატოს ქვეყნების ჩართვას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ეს დაუშვებელია“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. 

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ნებისმიერმა „მეტ-ნაკლებად გონიერმა ადამიანმა“ უნდა გაიგოს, რომ მოსკოვს არ სჭირდება შეიარაღებული კონფლიქტი ევროპასთან.

ასევე იხილეთ