top_leaderboard

შოლცის თქმით, ტრამპთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია „ცივი და ნათელი გონების“ შენარჩუნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობისას დაბალანსებული მიდგომა მოითხოვა.

მან ისაუბრა ტრამპთან კომუნიკაციაზე და ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნების აუცილებლობას როგორც ევროპის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, ტრამპთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია „ცივი და ნათელი გონების“ შენარჩუნება.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა გააგრძელებს მხარდაჭერის მიღებას“, – განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ ეს მოიცავს ევროპელებისა და შეერთებული შტატების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ „ნაკარნახევი მშვიდობა“ არ მიიღოს. შოლცმა აღნიშნა, რომ საუბარი უნდა იყოს „პატიოსან, სამართლიან მშვიდობაზე, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“.

კანცლერი დარწმუნებულია, რომ ასეთი შეთანხმება მოიცავს „ძლიერ უკრაინულ არმიას, თუნდაც მშვიდობის დროს“.

უკრაინა უნდა დარჩეს „სუვერენულ, დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

ასევე იხილეთ