top_leaderboard

ჩინეთმა ევროპელი მოკავშირეების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა

პეკინმა უკრაინისა და აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა მკვეთრად გააკრიტიკა.

South China Morning Post-ის ცნობით, ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუ შეიმ განაცხადა, რომ შოკირებულია ტრამპის ქცევით პარტნიორებთან. მან აშშ-ის პოლიტიკას „თავხედური და დომინანტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ბედი არ შეიძლება მხოლოდ ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ განისაზღვროს.

ვფიქრობ, ევროპელი მეგობრები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას. ამ გზით ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილგანწყობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ლუ შეიმ.

ასევე იხილეთ