top_leaderboard

Reuters: ტრამპმა კანადისთვის და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფები დროებით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები 2 აპრილამდე შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ტარიფები გაუქმდა კანადიდან იმპორტირებულ კალიუმზე, რომელიც აუცილებელია ამერიკელი ფერმერებისთვის, მაგრამ სრულად არ მოიცავს ენერგეტიკულ პროდუქტებს, რომლებზეც ტრამპმა ცალკე 10%-იანი გადასახადი დააწესა.

პაუზა ძალაში იქნება 2 აპრილამდე, იმ თარიღამდე, როდესაც ტრამპი აშშ-ის ყველა სავაჭრო პარტნიორს ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

„საპასუხოდ კანადა 2 აპრილამდე გადადებს საპასუხო ტარიფების დაგეგმილ მეორე ტალღას 125 მილიარდი კანადური დოლარის (87,4 მილიარდი აშშ დოლარი) ამერიკულ პროდუქტზე“, – დაწერა კანადის ფინანსთა მინისტრმა დომინიკ ლებლანმა X-ზე.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს დონალდ ტრამპმა კანადისა და მექსიკის იმპორტის უმეტესობაზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

ამის საპასუხოდ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა 25%-იანი ტარიფები 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე, ხოლო კანადის პროვინცია ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა დაგ ფორდმა აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ განაცხადა, რათა პროვინცია აუკრძალავს ამერიკულ კომპანიებს ადგილობრივ შესყიდვებში მონაწილეობის მიღებას და SpaceX-თან მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების შესახებ შეთანხმებას წყვეტს.

ასევე იხილეთ