ჰამასის“ წარმომადგენელი: ვითარების ესკალაცია, გატაცებულთა ნაწილის დახოცვამდე მიგვიყვანს
ვითარების ესკალაცია, გატაცებულთა ნაწილის დახოცვამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენლებმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
„ნებისმიერი ესკალაციური აგრესია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, გატაცებულთა ნაწილის დახოცვამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.
ისრაელის ცნობით, „ჰამასს“ დღეისათვის 24 ცოცხალი მძევალი და 35 გარდაცვლილის ცხედარი ჰყავს.
19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა, 1-ელ მარტს ამოიწურა. თუმცა, მხარეებმა მეორე ფაზისთვის მოლაპარაკებების განახლება ვერ შეძლეს.
ისრაელს დარჩენილი მძევლების დაბრუნება პირველივე ფაზის პირობებით სურს და ამისათვის, ამ ფაზის გახანგრძლივებას ემხრობა, მაგრამ წინააღმდეგია „ჰამასი“, რომელსაც მეორე ფაზის დაწყება და ღაზის სექტორიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გასვლა უნდა.