top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი „მეგობარ აქტზე“, რომელსაც აშშ-ს კონგრესი განიხილავს: ამ „მეგობარ აქტს“ სინამდვილეში უნდა ერქვას „უმადური აქტი“ ვინაიდან ეს არის აქტი უმადურობისა ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიმართ

ამ „მეგობარ აქტს“ სინამდვილეში უნდა ერქვას „უმადური აქტი“. ვინაიდან ეს არის აქტი უმადურობისა ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მეგობარ აქტზე“, რომელსაც აშშ-ს კონგრესი განიხილავს და კონკრეტული პირების დასანქცირებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიისას გვერდით ედგა აშშ-ს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აქტი, რომელსაც განიხილავს კონგრესი უმადურობის გამოხატულებაა ქართველი ხალხის მიმართ.

რაც შეეხება ამ აქტის ცინიკურ სახელწოდებას „მეგობარი აქტი“, აქტი, რომელიც სავსე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებით. დაფიქრდეს ყველა, მათ შორის სხვათა შორის ბატონი უილსონი, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე, რომ მის ვაჟთან ერთად იბრძოდნენ ქართველი სამხედროები ავღანეთში. არავინ ისე არ დაუდგა გვერდში ამერიკის შტატებს, როგორც დაუდგა ავღანეთში საქართველო. ნატო-ს არა წევრი ქვეყნებიდან ხომ პირველები ვიყავით, ნატო-ს წევრებს შორისაც ჩვენ ვიყავით მეოთხე ჩვენი კონტინგენტით.

სად საბრძოლი იყო, ახლა რომ იწევენ შეიარაღება უნდა გამოვაცხადოთო და გულზე მჯიღს იცემენ, რომ რუსეთს უნდა ვეომოთო. სად იყვნენ როცა ავღანეთში საომარი იყო, სად ისხდნენ? ხომ ისხდნენ შტაბებში და ჩვენი ჯარისკაცები იყვნენ პირველ ხაზი ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ