top_leaderboard

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში მომდევნო კვირაში შეხვდებიან

ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში მომდევნო კვირაში შეხვდებიან, სადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დასასრულებლად დისკუსიები დაიწყება. ინფორმაციას ადასტურებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შემუშავდეს საფუძველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის და ცეცხლის შეწყვეტის ასამოქმედებლად“, – განაცხადა უიტკოფმა.

სტივ უიტკოფთან ერთად ამავე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი.

შეხვედრის გეგმას ადასტურებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც პლატფორმა „იქსზე“ განაცხადა: „უკრაინა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობით“. უკრაინის პრეზიდენტს არ უთქვამს, მიიღებს თუ არა თავად მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში, თუმცა განაცხადა, რომ მისი გუნდი დარჩება საუდის არაბეთში, მასსა და ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანის შეხვედრის შემდეგ.

ასევე იხილეთ